ახალი წელი – მიჩელის, ემბიდისა და ზაიონის გარეშე

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. დენვერ ნაგეთსმა კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და 121:108 დაამარცხა. არ უთამაშია დონოვან მიჩელს. ისტორიული მატჩის შემდეგ, როცა მიჩელმა 71 ქულა ჩააგდო, მის მიმართ ინტერესი მაქსიმალურად გაიზარდა, თუმცა, ამჯერად პარკეტზე არ ყოფილა. დარიუს გარლანდის 21 და ლევერტის 22 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად. დენვერის შემადგენლობაში ტრადიციულად საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი. … ვრცლად ახალი წელი – მიჩელის, ემბიდისა და ზაიონის გარეშე