ესეც ასე, Game 4-ის პირველი დღე შედგა. ერთ-ერთ მატჩში ველოდით დასასრულს, მაგრამ ჩვენი დეპუტატებისა არ იყოს, ენტონი ედვარდსი აღმოჩნდა წინააღმდეგი. წაგებას ვეტო დაადო.
თუმცა, აჯობებს ადრეული მატჩებით დავიწყოთ.
ნიქსი vs კავალიერსი
ნიუ იორკელების უპირატესობა ორამდე გაიზარდა. ანგარიში 3:1 ია. ნიქსმა 102:93 მოიგო. ჯეილენ ბრანსონი ვერაფრით შეაჩერეს. საპირისპიროდ კი მიჩელს ვერ ჰქონდა კარგი შეხვედრა.
ბრანსონი გახდა ნიქსის პირველი მოთამაშე კარმელო ენტონის შემდეგ, რომელსაც საპლეიოფო შეხვედრის პირველ მეოთხედში 15 ან მეტი ქულა ჰქონდა.
მიჩელისაგან განსხვავებით სოლიდურად გამოიყურებოდა დარიუს გარლანდი, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა – 23 ქულა, 10 ასისტი, 2 მოხსნა. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე კი 29 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.
ასე გავიდა ნიქსი წინ, ახლა კი კლივლენდში დაბრუნების დროა.
გოლდენ სტეიტი vs საკრამენტო
ისეთი წყვილია, Game 7-ი რო წინასწარ მოსჩანს. თუმცა, დაველოდოთ, რა იცი რა ხდება..
ამაზე დაძაბული და დრამატული მიმდინარე პლეიოფებში ალბათ არცერთი შეხვედრა არ ყოფილა. გოლდენ სტეიტმა ბეწვის ხიდზე გაიარა და 126:125 მოიგო.
დაბრუნდა დრეიმონდ გრინი, დაბრუნდა წიხლით! ოღონდ ამჯერად არავისთვის დაუჭერია, ნახტომში მოიქნია უშნოდ და მეტოქეც დაანოკაუტა. დე’არონ ფოქსთანაც ემოციურად ისაუბრა, დრეიმონდი ისე სწრაფად საუბრობს ბევრი ვერაფერი გავიგე, იმ მცირე გაგებულის აქ დაწერა კიდე არ ივარგებს.
წინა მატჩის მერე რეკომენდაცია გავეცით – აუცილებლად გენახათ გრინის დაბრუნება და საბონისის წინააღმდეგ თამაში. იმედია გაითვალისწინეთ, ამაზე მაგარს იშვიათად თუ ნახავთ რამეს. გაბრაზებულმა გრინმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მთელი ბრაზი საბონისზე ამოანთხია.
საკრამენტოს კი მოგება მაინც შეეძლო, ჯერ ფოქსმა შეამცირა სამქულიანით სხვაობა, შემდეგ კი მატჩის მიწურულს ბოლო სროლაც დაიტოვეს, მაგრამ არ გაუმართლათ. სტეფ კარი უორიორზს ჰყავს, საკრამენტოს არა.
გრინის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკი.
სტეფ კარიმ 32 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.
კლეის ანგარიშზე 26 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
დე’არონ ფოქსმა 38 ქულა მიითვალა, 9 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. თუმცა, საბოსინმა მხარი ვერ აუბა და დამარცხდა.
ანგარიში – 2:2, მთავარი წინ არის.
ატლანტა vs ბოსტონი
შეიძლებდა ვითომ ატლანტას რომ ანგარიში გაეთანაბრებინა? არა მგონია, ბოსტონი ძალიან ძლიერია. ტრეი იანგი ბრწყინვალე იყო, ეგ არის და ეგ, ერთი კაცი სელტიკსს ვერ მოუგებს.
მთელი სეზონია ტეიტუმი და ბრაუნი მეტოქის გარდა ერთმანეთსაც ებრძვიან, კარგი გაგებით, თითქოს ლიდერობისთვის იბრძვიან და ასე თანაბრად მიუყვებიან გზას. ტეიტუმს უფრო კარგი პიარი აქვს, ასე უხეშად რომ ვთქვათ, ჯეილენს კი სურს დაამტკიცოს, რომ მასზე ნაკლები არაფრით არ არის.
ატლანტასთან ორივე კარგი იყო, ორივემ თანაბარი რაოდენობის ქულა ჩააგდო:
ტეიტუმის ანგარიშზე 31 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ბლოკია. 13-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტია. 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება ტრეი იანგს, ატლანტას გულსა და სულს – 35 ქულა, 15 ასისტი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა. 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
სელტიკსი 3:1 – ს იგებს და ბოსტონში სავარაუდოდ ყველაფერს დაასრულებს.
Not Yet
გეგონათ ყველაფერი დასრულდებოდა? დავასრულოთ იმით რითიც დავიწყეთ. ენტონი ედვარდს დიმიტრი ხუნდაძის მსგავსი სიმამაცე აღმოაჩნდა და უარი თქვა იმაზე, რაზეც ერთი შეხედვით ყველა შეთანხმებული იყო.
ძირითადი დრო 96:96 დასრულდა. ნიკოლა იოკიჩს საჯარიმოდან შეეძლო გუნდი წინ გაეყვანა, 12 წამით ადრე, მაგრამ კალათმა ბურთი არ მიიღო. ასეც ხდება.
ბოლო ბურთი მინესოტას ჰქონდა, თუმცა, ედვარდსმა სროლაც ვერ მოახერხა, იქამდე დაკარგა ბურთი და წავედი ოვერტაიმში!
ედვარდსმა შეცდომა ოვერტაიმის ბოლოს გამოასწორა, სამიანი ისროლა და ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ იოკიჩს დიდებული მატჩი ჰქონდა, გმირი მაინც ედვარდსი გახდა.
დავარქვათ ამას პრესტიჟის შენარჩუნება.
მინესოტამ 114:108 მოიგო.
ედვარდსის ანგარიშზე 34 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკია. 12-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.
იოკიჩმა 43 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ჯოკერი ძალიან დიდი კაცია!