არგენტინა მსოფლიოს რვა საუკეთესო ნაკრებშია

არგენტინამ ავსტრალია დაამარცხა და 1/4 ფინალში ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს. ალბისელესტემ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და კატარის მუნდიალზე მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. ასეთივე სერიის შანსი ბრაზილიას და პორტუგალიასაც ჰქონდათ, თუმცა ჯგუფის ბოლო მატჩი ორივე ნაკრებმა დათმო. მატჩში დაძაბულობა მხოლოდ ბოლო წუთებს ახლდა თან. პირველი ტაიმი ლიონელ სკალონის გუნდმა ლიონელ მესის გოლით მოიგო. არგენტინელმა ფლეიოფში მუნდიალებზე პირველად გაიტანა. … ვრცლად არგენტინა მსოფლიოს რვა საუკეთესო ნაკრებშია